ჯავახეთიდან გაგზავნილი პირველი ჰუმანიტარული დახმარება სომხეთში ჩავიდა, რომელიც შემდეგ ყარაბაღში იყო გადატანილი- აღნიშნულის შესახებ სომხეთის საზოგადოებრივი ტელეკომპანია გვაცნობებს.

დღეს, 30 სექტემბერს, ჯავახეთიდან ერევანში ჩატანილი პირველი მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარება მთიან ყარაბაღში ჩაიტანეს.

“იქამდე, ვიდრე გაირკვევა, რის საჭიროება აქვს ჩვენს პატარა მებრძოლ სამშობლოს, ჯავახეთის მოსახლეობამ დიდი სატვირთო მანქანები დატვირთა ყველაფრით, რითაც შეეძლო, საერთო ჯამში 100 ტონა კვების პროდუქტი შეგროვდა. 50 ტონა ფქვილი, 30 ტონა კარტოფილი, 45 000 წყლის ბოთლი- სატვირთო მანქანებში $35 000 ღირებულების პროდუქტია”,- იტყობინებიან სომხეთის საზოგადოებრივი ტელეკომპანიის ეთერში.

“დაფინანსება, ძირითადად, რუსეთიდან, ჯავახეთის სომეხი-ბიზნესების მიერ შეგროვდა. აღნიშნული აქცია ხანგრძლივ ხასიათს ატარებს, ჩვენ მსგავსი აქციების ჩატარებას ყოველ 2 დღეში ვგეგმავთ”,- კომენტარი გააკეთა სომეხმა ბიზნესმენმა ჯავახეთიდან, არამ სანოსიანმა.

oknutuyn1

სომხეთის საზოგადოებრივი ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ ეს ის ტვირთია, რომელსაც დილით სომხურ-ქართულ საზღვარზე არ უშვებდნენ.

ჯავახეთიდან ახალგაზრდას თქმით, ბევრ ადამიანს საზღვარზე მისვლა და ყარაბაღის მხარეს ბრძოლა სურს, თუმცა დაკეტილი ქართულ-სომხური საზღვრების გამო ამის შესაძლებლობა ჯერ არ აქვთ.

“ახალქალაქის საუკეთესო კარტოფილი მიგვაქვს”,- ამბობს ერთ-ერთი სატვირთო მანქანის მძღოლი.

oknutuyn2