8 ნოემბერს, ყარაბაღში, 18 წლის არუთუნ არუთუნიანი გარდაიცვალა. ის წარმოშობით, ჯავახეთის სოფელ პატარა სამსარიდან არის.
8 ნოემბერს შუშისთვის ბრძოლაში არუთუნ არუთუნიანი მტრის სასიკვდილო ჭურვის შედეგად დაიღუპა.
ახალქალაქის რაიონის სოფელ სამსარის შესასვლელში შავი ლენტი კიდია, რომელსაც “არუთ 18- უკვდავი გმირი” აწერია.
ის 2002 წლის 7 იანვარს, ვანაძორში დაიბადა, სწავლობდა ვანაძორის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯში, ხოლო 2020 წლის აგვისტოში ყარაბაღის თავდაცვის არმიაში იყო გაწვეული, მსახურობდა მატაგისში. ომის პირველივე დღიდან არუთუნი საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობდა.
არუთუნმა მოახერხა მოწინააღმდეგისთვის არა მხოლოდ დიდი დანაკარგის მიყენება, არამედ თავდაუზოგავი ბრძოლით გამოიჩინა თავი. ოქტომბერში, საბრძოლო მოქმედებების დროს, ალყაში აღმოჩნდა, პოზიციებზე დაბრუნდა ისე, რომ თან მოწინააღმდეგის უკანა პოზიციებიდან დიდი რაოდენობით იარაღი წამოიღო, რის გამოც “სიმამაცისთვის” მედლით დაჯილდოვდა.