ღამის განმავლობაში და ახლაც, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ბრძოლა სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრეს-მდივანმა, შუშან სტეპანიანმა, საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა. ყარაბაღის სახალხო დამცველის აპარატი 18 დაღუპულისა და 80 დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ აცხადებს.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 4 ოქტომბრის ჩათვლით მოკლულია 18 მოქალაქე, მათგან 15 – 3 ოქტომბრისთვის: 1 არასრულწლოვანი გოგონა, 6 ქალი და 8 მამაკაცი. მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ქალი სახლის ეზოშივე იყვნენ მოკლული, სხვები კი სხვადასხვა დასახლებულ ადგილებში გარდაიცვალნენ. დაიღუპნენ ქალაქ სტეპანაკერტის (3 ადამიანი), მარტუნის (6 ადამიანი), ჰადრუტის (1 კაცი) და მარტაკერტის (3 ადამიანი) მკვიდრნი, ასევე სოფელ ალაშანში (1 ადამიანი) და მარტაკერტის რაიოანის მეტს შენთან (1 ადამიანი) არიან გარდაცვლილები.
ჯამში დაახლოებით 80 ადამიანი დაშავდა. აქედან 60 ადამიანს სერიოზული დაზიანებები აქვთ მიღებული: 48 კაცი და 12 ქალი.
დაზარალებულთაგან, უშუალოდ საცხოვრებელ ადგილზე 24 მოქალაქე, ჭურვის აფეთქების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში და მის მახლობლად დაშავდა (ხოლო სამ შემთხვევაში ჭურვი ბინის კორპუსის ეზოში აფეთგდა), 6 – სამგზავრო მანქანაში შედარებით უსაფრთხო ადგილებში გადაადგილებისას, 7 – საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის შენობის დაბომბვის გამო, ხოლო 23 – სხვა საზოგადოებრივი ადგილების დამიზნების შედეგად არის დაშავებული.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში დაპირისპირება 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს და ორივე მხარესთვის დიდი ზარალი მოაქვს.