საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეუთო-ს მინსკის ჯგუფს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თაობაზე შეხვედრა თბილისში შესთავაზა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ქართული ტელეარხის “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“დღეს ორივე მხარემ – სომხეთმა და აზერბაიჯანმა – წინასწარი პირობები წამოაყენა, რომელთა მიხედვით ისინი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის გამოყენებას დასთანხმდნენ. ვთვლი, რომ ჩვენ ამას ხელი უნდა შევუწყოთ. ვნახოთ, როდის შეიძლება შედგეს შეხვედრა საქართველოში. გავაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია”,- საინფორმაციო სააგენტო “TASS”-ი საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებს აჟღერებს.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხში ნეიტრალიტეტის შენარჩუნება საქართელსთვის მნიშვნელოვანია. მან ასევე გვაცნობა, რომ ამ კვირის განმავლობაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას გაესაუბრება.