მთიანი ყარაბაღის მთავრობამ გამოაქვეყნა 30 სამხედრო პირის სახელი, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ.
დღემდე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საომარი ქმედებების შედეგად, რომლებიც 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს, სომხურ მხარეზე საერთო ჯამში 350 სამხედრო პირი დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი არ აქვეყნებს სამხედრო დანაკარგს და მხოლოდ სამოქალაქო მოსახლეობას შორის არსებული დანაკარგის შესახებ იტყობინება.