29 მაისს ახალქალაქის კულტურულ და საგანმანათლებლო ახალგაზრდულ ცენტრში სომხეთის პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 103 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

aek2

ღონისძიება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ჰიმნების შესრულებით დაიწყო. წუთიერი დუმილით არცახის 44-დღიან ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას მიაგეს პატივი. შემდეგ ღონისძიება სომხეთის პირველი რესპუბლიკის დაარსების ისტორიული მიმოხილვით გაგრძელდა. შეასრულეს  სამშობლოსადმი მიძღვნილი ლექსები, პატრიოტული და სამხედრო შინაარსის სიმღერები. შესრულდა მრავალი საცეკვაო ნომერი, ასევე, მაყურებლის წინაშე წარსდგა ახალგაზრდა პიანისტი, ანაჰიტ სტელმაშოვა.

aek7

aek3

”დღეს ჩვენი განწყობა სულაც არ იყო სადღესასწაულო, მაგრამ არ აღნიშვნა, ბავშვების იმ შთაგონების გარეშე აღზრდა, რაც 1918 წლის 28 მაისის მიმართ გაგვაჩნია, უპატიებელია”,- განაცხადა ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა, კარინე თადევოსიანმა.

 

tatevosyan

 

ღონისძიების მსვლელობისას მონაწილეები მღეროდნენ, ხოლო სიმღერის წრის პასუხისმგებელმა ნაზიკ აკოპიანმა უფრო დაამშვენა ღონისძიება, რომელმაც ფორტეპიანოზე ლამაზად შეასრულა.

სომხეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ვალერი სტელმაშოვი, ნინოწმინდისა და ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრების პედაგოგები, მოსწავლეები და სხვები დაესწრნენ.

ეს დღე სომხებისთვის ეროვნული აღორძინების დღეა, რადგან 28 მაისს, სომეხი ხალხის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის მრავალსაუკუნოვანი ოცნება ახდა, რომელიც სომხური სახელმწიფოებრიობის აღორძინების სიმბოლოდ იქცა. 1918 წლის 28 მაისს, სომხეთის ეროვნულმა საბჭომ სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების შესახებ გამოაცხადა. მაისის გამარჯვებები იყო ინსტრუმენტები, რომელიც ჩვენს ერს უნერგავდა ნდობას, რომ ჩვენ შეგვიძლია  მივაღწიოთ წარმატებას. მათ შორის, ყველაზე დიდი მაინც სახელმწიფოებრიობაა, რომელსაც ჩვენ წარმატებით მივაღწიეთ 1918 წლის მაისის გამარჯვებებისა და შემდგომი დამოუკიდებლობის წყალობით.

 

aek4

aek5

aek6