7 ოქტომბერს, საქართველოში სომხეთის ელჩი, რუბენ სადოიანი სრულიად საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.
ელჩმა პატრიარქს გააცნო ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო შექმნილი ვითარება.
რუბენ სადოიანმა ისაუბრა კონფლიქტში თურქეთის ჩართულობაზე და განაცხადა, რომ ეს დაუშვებელია და რეგიონისთვის საფრთხის შემცველია.
ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა, თურქეთის მეშვეობით სირიიდან ტერორისტ-მებრძოლების გამოყენება ყარაბაღის წინააღმდეგ.
საუბარი შეეხო იმ ფაქტს, რომ ტერორისტების მონაწილეობა ყარაბაღისა და აზერბაიჯანის კონფლიქტში რეგიონში დიდ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც.
სრულიად საქართველოს პატრიარქმა აღნიშნა, რომ დიდ ტკივილს განიცდის შექმნილი ვითარების გამო და კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მშვიდობა უსურვა.