სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 44 461 ადამიანამდე გაიზარდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი იტყობინება.
შედარებისთვის აღვნიშნავთ, რომ 3 სექტემბრის მონაცემებით, დაავადების შემთხვევები 44 271-მდე იყო გაზრდილი. ამგვარად, ერთ დღე-ღამეში ინფიცირების 190 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსის გართულებებით 891 ადამიანი გარდაიცვალა (პლუს 4 ბოლო დღის განმავლობაში). კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზით გარდაიცვალნენ არის 272 (პლუს 1 ბოლო დღის განმავლობაში).
ინფექციისგან 39 257 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 4041 ადამიანი მკურნალობს. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 21 3644.
საგანგებო მდგომარეობა სომხეთში მარტიდან მოქმედებს. ამასთან, შემოღებულია გარკვეული დათმობები. დასაშვებია შეხვედრები და მიტინგები, აგრეთვე ღონისძიებების ორგანიზება საჭირო სტანდარტების შესაბამისად.