დღეს, 24 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანობაში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში COVID-19-ით ინფიცირების 1,828 შემთხვევაა გამოვლენილი.

როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 43 შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში, 13 – ადიგენში, 8 – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 19 – ბორჯომში, 5 – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, 9 – ასპინძაში.

საერთო ჯამში, რეგიონში 1,657 ადამიანია იზოლირებული, აქედან 791 – ახალციხეში, 100 – ახალქალაქში, 295 – ბორჯომში, 22 – ნინოწმინდაში, 132 – ასპინძაში და 317 – ადიგენში.

საკარანტინო ზონებში 277 ადამიანი რჩება, აქედან 64 – ახალციხეში, ხოლო 213 – ბაკურიანში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 1 გარდაცვალება დაფიქსირდა, ახალციხეში 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

28 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში, რეგიონში 432 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის 137 ადამიანის ტესტის შედეგებს ელოდებიან.