უკვე მესამე დღეა, რაც სატვირთო მანქანების მძღოლებს სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო პუნქტიდან საქართველოში დაბრუნების უფლება არ აქვთ. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებმაც მოგვიანებით სომხეთის მოქალაქეობაც მიიღეს. სომხეთის რესპუბლიკაში მოქმედი საომარი მდგომარეობის თანახმად, ამჟამად პრიორიტეტია სომხეთის მოქალაქეობა.
როგორც სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა “ალიქ მედიასთან” ინტერვიუში განუცხადა, საომარი მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით, 18-50 წლის ასაკის სომხეთის მოქალაქეობის მქონე მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ქვეყნის დატოვება ეკტძალებათ.
“ალიქ მედია” შეეცადა გაერკვია, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელმაც საქართველოში სავალდებულო სამსახური, როგორც საქართველოს მოქალაქემ გაიარა. სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვროს დირექციამ უპასუხა, რომ ამ ადამიანებმა უნდა მიმართონ უახლოეს სამხედრო კომისარიატს, სადაც მოქალაქის ვინაობის მითითების შემდეგ, თუ ეს შესაძლებელია, მას გადაეცემა შესაბამისი ცნობა, რომლის თანახმადაც პირს შეეძლება დატოვოს ქვეყანა.