მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ გამოცხადების შემდეგ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარჩენილები საკუთარ სახლებს წვამენ.
სომხეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა – ნიკოლ ფაშინიანმა, ვლადიმირ პუტინმა და ილხამ ალიევმა 10 ნოემბერს, მთიან ყარაბაღში საბრძოლო ქმედებების შეწყვეტის ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რის საფუძველზეც მთელი რიგი რაიონები აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა. მხარეები ტყვეების გაცვლას ახორციელებენ. კონფლიქტის ხაზზე და ლაჩინის დერეფნის მიღმა, რომელიც ყარაბაღს და სომხეთს აერთიანებს, რუსი მშვიდობისმყოფელები განლაგდნენ.
ყარაბაღის მოსახლეობა ცდილობს საკუთარი ქონება გაიტანონ, ხოლო რის გატანასაც ვერ ახერხებენ, წვავენ.