ამ დღეებში საქართველოს სომეხთა მხარდაჭერის კავშირმა ჯავახეთში “შენ ჩემგან” დახმარების პროგრამა დააარსა, რომლის ფარგლებშიც ჯავახეთიდან ბავშვები ყარაბაღელი თანატოლებისთვის საჩუქრებს ამზადებენ.
ინიციატივა “შენ ჩემგან” გაჩნდა მაშინ, როდესაც ვნახეთ, თუ რამდენი უსახლკარო ბავშვი და ოჯახია სომხეთში. ჯავახეთიდან ბავშვები საკუთარი თანატოლებისთვის სასაჩუქრე ყუთებს ამზადებენ, ასევე წერილებს წერენ. ყუთებში, ძირითადად ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების საგნები და ტკბილეულია. ამ დღეების განმავლობაში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მოგვმართა, რომლებსაც ინიციატივაში ჩართვა სურდათ, მაღაზიის მფლობელებიდან დაწყებული ინდივიდუალური ქველმოქმედებით დამთავრებული”,- ამბობს საქართველოს სომეხთა მხარდაჭერის კავშირის თავმჯდომარე კარინე თადევოსიანი.
ინიციატივის წევრები ყველას “შენ ჩემგან” პროგრამაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ, და ყველა მსურველს სთხოვენ საჩუქრები საქართველოს სომეხთა მხარდაჭერის კავშირის ოფისში, ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში ან ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში მიიტანონ.
საჩუქრის მფლობელმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და ასაკი. პროგრამა 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.