ივნის-ივლისში სამცხე-ჯავახეთში მართვის მოწმობა 22-მა ადამიანმა აიღო, მაისში კი 69-მ, ანუ ქალაქში რეალურ პირობებში მართვის სავალდებულო პირობის შემოღებამდე.
სამცხე-ჯავახეთში ივნისში მართვის მოწმობა 8 მამაკაცმა მიიღო, მათ შორის 7 საქართველოს და 1 უკრაინის მოქალაქეა.
გამოცდებში მონაწილეობდნენ 17, 20, 23, 27, 34, 40, 46 და 49 წლის მამაკაცები.
ივლისში მართვის მოწმობა 14-მა მოქალაქემ მიიღო: 4 ქალი და 8 მამაკაცი, კიდევ ერთმა სქესი არ მიუთითა. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
გამოცდებში მონაწილეობდნენ 17, 18, 20, 26, 28, 31, 36, 46 და 54 წლის პირები.
ქვემოთ წარმოგიდგენთ იანვარ-მაისის სტატისტიკას.
2022 წლის იანვარში სამცხე-ჯავახეთში მართვის მოწმობა 137-მა ადამიანმა აიღო, მათგან 74 მამაკაცი და 63 ქალია. მართვის მოწმობების უმეტესობა 17 წლის ბიჭია – სულ 34 ადამიანი.
თებერვალში მართვის მოწმობა 204-მა ადამიანმა აიღო, მათგან 133 მამაკაცი, 70 ქალია, ერთმა კი სქესი არ მიუთითა. მართვის მოწმობების უმეტესობა 17 წლის ბიჭები არიან, სულ 59 ადამიანი.
მარტში სამცხე-ჯავახეთში მართვის მოწმობა 204-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის 105 მამაკაცი, 98 ქალი, ერთმა სქესი არ მიუთითა. ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, მართვის მოწმობა 17 წლის 36 ბიჭმა და 18 წლის 13 გოგონამ მიიღო, სხვა ასაკობრივი ჯგუფიდან 10-ზე ნაკლებმა ადამიანმა.
აპრილში მართვის მოწმობა 169-მა ადამიანმა აიღო, მათ შორის 82 ქალი და 86 მამაკაცია, ერთმა სქესი არ მიუთითა. სტატისტიკის მიხედვით, იმ ადამიანების ყველაზე დიდი ასაკობრივი ჯგუფი, რომლებმაც გამოცდა ჩააბარეს და მართვის მოწმობა აიღეს, 17 წლის ბიჭები არიან.
მაისში სამცხე-ჯავახეთში მართვის მოწმობა 69-მა ადამიანმა აიღო, მათ შორის 43 ქალი და 26 მამაკაცია. ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით მართვის მოწმობა ყველაზე მეტმა 17 წლის ბიჭმა მიიღო: 11 კაცმა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 25 აპრილიდან თეორიულ და სპეციალურ პლატფორმაზე პრაქტიკულ გამოცდას დაემატა სავალდებულო გამოცდა: მანქანის ტარება ქალაქში რეალურ პირობებში.