სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 545–მდე გაიზრდა. დღეს, ოთხ ნოემბერს გამოვლენილი ახალი ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი ახალციხეშია.
29 შემთხვევიდან 16 ახალციხეში დაფიქსირდა, ადიგენში– 1, ასპინძაში –3, ბორჯომში –7, ნინოწმინდაში კი – 2.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, რეგიონში კარანტინში იმყოფება 330 პირი. აქედან: ახალციხეში – 29, ბაკურიანში – 301.
რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 924 პირი. აქედან: ახალციხეში – 410; ახალქალაქში – 150; ასპინძაში – 55; ბორჯომში – 83; ნინოწმინდაში – 96; ადიგენში -130;
545 ინიფიცრებულიდან გამოჯანმრთელდა 58 პირი, გარდაცვლილია – 8.
დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული 12 საჯარო სკოლა და 5 საბავშვო ბაღი.