22 ნოემბერს წმინდა ეჩმიაძინში ყარაბაღის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნის ცერემონია შედგა, სადაც მონაწილეობა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე ანნა აკოპიანი წმინდა ეჩმიაძინში ლეტურგიას მცველების თანხმლებით დაესწრნენ. როდესაც ისინი ეკლესიის ტერიტორიაზე შევიდნენ, მცველებმა კარი დაკეტეს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარკისიანი და სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II ამ დღეებში მოწოდებით წარდგენენ 22 ნოემბერს გმირთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, რომლებიც ყარაბაღის ომში სამშობლოსათვის დაიღუპნენ. ყველა სომხურ ეკლესიაში ხსოვნის ცერემონიის ჩატარების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.