ხუთშაბათ საღამოს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ გაუხსნეს ცეცხლი სომხეთის არმიის პოზიციებს იერასხას სექტორში (ნახიჩევანის მიმართულებით), – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, 17:20 საათიდან მოყოლებული მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან სროლები სხვადასხვა კალიბრის მცირე ზომის იარაღიდან ხორციელდებოდა, რის შედეგადაც ბალახის საფარს ნეიტრალურ ზონაში ცეცხლი გაუჩნდა.
სომხურმა დანაყოფებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგაც სიტუაცია დასტაბილურდა. 19:00 საათის მდგომარეობით, სიმშვიდეა. სომხეთის მხრიდან მსხვერპლი არ არის.