უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მთელი მსოფლიოს სომხები “დედა” სომხეთისა და ყარაბაღის მხარდასაჭერად აქციებს მართავენ. მსგავსი აქციები, სომხებით დასახლებულ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც გაიმართა.
ჯავახეთის სოფელ ტურცხის მკვიდრმა, ვარდაპეტ, სედრაკ ხითარიანმა ვატიკანში გამართულ მშვიდობიან აქციაში მონაწილეობა მიიღო და დიასპორის ყველა სომეხს გაერთიანება მოუწოდა. დემონსტრაციის დროს ღვთისმსახური სიტყვით გამოვიდა, თანამემამულეებს ვიდეომიმართვა მოუმზადა.
აღსანიშნავია, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია დღეს რომში, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე გაიმართა. რომის სომხური საზოგადოება ყარაბაღის მხარდაჭერის მშვიდობიან აქციას შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ ფართომასშტაბიანი მშვიდობიანი აქცია სახელწოდებით “ჯავახეთი არცახის გვერდშია” ჯავახეთშიც გაიმართა. დღეს ჯავახეთის სომხები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში პროტესტის ნიშნად აქციებზე გამოდიან.