არცახის რესპუბლიკის (მთიანი ყარაბახის რესპუბლიკა) თავდაცვის არმიის 5 სამხედრო პირს “არცახის გმირის” უმაღლესი წოდება მიენიჭა. ამის შესახებ არცახის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა განაცხადა.

დავიდ ლევონის ძე გრიგორიანი– დაამარცხა 15 ტანკი და 1 ქვეითთა საბრძოლო მანქანა. ბრძოლას მოწინავედ აგრძელებს.

ედგარ ედუარდის ძე მარკოსიანი– ტალიშის მიმართულებით 10 ტანკი დაამარცხა.

იურა აიკარამის ძე ალავერდიანი– დაამარცხა 9 ტანკი და 1 ავტოტექნიკა.

კარენ შაქარიანი, პოლკოვნიკი- ორგანიზება გაუკეთა ბევრ სატანკო და ქვეითთა ჯარის შეტევას, რითაც მოწინააღმდეგეს მრავალი დანაკარგი მიაყენა.

დავიდ ვანიკის ძე კაზარიანი, მიენიჭა გარდაცვალების შემდეგ: იბრძოდა პრინციპით “არცერთი ნაბიჯით უკან”.

2 ოქტომბერს, “არცახის გმირის” წოდება ყარაბაღის ლეგენდარულ მეთაურს კარენ ჯალავიანს მიენიჭა. არაიკ არუთუნიანმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ჯალავიანის პირადი გმირობების გათვალისწინებით, ასევე მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ნაწილის მიღწევებისა და იმ დიდი წვლილის გათვალისწინებით, რომელიც მან სამშობლოს დაცვის საქმეში შეიტანა. პრეზიდენტმა ჯალავიანი სპეციალურ ცერემონიაზე დააჯილდოვა, როდესაც ფრონტის სხვადასხვა ნაწილში, სამხედრო პირებს რადიოშეტყობინება გაეგზავნა.

27 სექტემბერს, დილით, აზერბაიჯანი თავს დაესხა არცახის რესპუბლიკას (მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა), ბრძოლა მიმდინარეობს ძალების გადაკვეთის მთლიან ხაზზე. აზერბაიჯანის უპილოტო მფრინავი აპარატების დარტყმების შედეგად დაზიანდა საქალაქო ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის- მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქი, სტეფანაკერტი, და სხვა ქალაქები. გარდაცვლილებს შორის არის მშვიდობიანი მოსახლეობა. გარდა ამისა, ქალაქ მარტუნის დაცხრილვის შედეგად სომეხი და ფრანგი ჟურნალისტები იყვნენ დაჭრილი.