სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 897 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 43-ით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
12 ოქტომბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 16 959-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 273 860 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 250 055 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 618 ადამიანი გარდაიცვალა.