ჯავახეთის ახალგაზრდულმა კავშირმა ახალქალაქში ფლეშმობი ჩაატარა. კავშირის მოსწავლეებმა სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში ანთებული სანთლებით ყარაბაღისა და სომხეთის რუკა დაანთეს.
ახალგაზრდული კავშირის მოსწავლეები ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიისკენ დაღუპული ჯავახი ბიჭების ფოტოსურათებით დაიძრნენ, სადაც 44-დღიანი ომის მსხვერპლთა ხსოვნისთვის ერთად ლოცულობდნენ. ეკლესიის ეზოში, ყარაბაღისა და სომხეთის რუკები სანთლებით გამოხატეს და ახლახანს დამონტაჟებულ ქვაჯვარზე ყვავილები მიიტანეს.