სომხეთში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 137 231-მდე გაიზარდა, – იტყობინება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
დღის განმავლობაში დაფიქსირდა ინფექციის 1264 ახალი შემთხვევა. 2,228 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის გართულებებით (პლუს 35 გასული დღის განმავლობაში).
კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალნენ, 567-ს შეადგენს (პლუს 8 შემთხვევა გასული დღის განმავლობაში).
ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 111 795. მკურნალობს 22 641 ადამიანი. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 515 992.