10 და 11 ოქტომბერს, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მშვიდობიან დასახლებებზე სარაკეტო დარტყმები განაგრძო. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის განცხადებით, მიზანი, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოსახლეობაა.
ამავე დროს, აღინიშნა, რომ თავდაცვის არმია ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას უჭერს მხარს.
“თუ აზერბაიჯანი გააგრძელებს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის დარღვევას და შეტევით ქმედებებს დაიწყებს, თავდაცვის არმიის პასუხი არაპროპორციულად მკაცრი იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სომხური მხარე არ იცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ქალაქ განჯას ცეცხლი გაუჩინა. სომხური მხარე აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.
10 ოქტომბრის 12:00 საათიდან, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, 13 – დღიანი საომარი მოქმედებების შემდეგ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების შემდეგ იქნა მიღწეული მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით, რომელიც 9 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დაიწყო და გვიან ღამემდე, დაახლოებით 11 საათს გაგრძელდა.
ცეცხლის შეწყვეტა ჰუმანიტარულ მიზნებშია დადგენილი: რათა სამხედრო ტყვეების გაცვლა და დაღუპულთა ცხედრების გატანა მოხდეს.