ფონდ “ჯავახკის” დამაარსებლებმა, ჯავახეთის სომხების, სომხეთსა და ყარაბაღისთვის განცხადება გააკეთეს. შეაჯამეს ყარაბაღის მხარდასაჭერად შეგროვებული თანხა. ყარაბაღის მხარდამჭერი ფონდის საქმიანობა კვლავ გრძელდება.
ფონდი “ჯავახკი” ამ დღეებში, სპონტანურად დაარსდა, როდესაც ჯავახეთის ახალგაზრდობამ მთიან ყარაბაღში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, არ იცოდა როგორ დახმარებოდა ერს და გადაწყვიტა ფულადი დახმარება შეეგროვებინათ ლტოლვილებისთვის და ომის შემდეგ, ყარაბაღის აღდგენისთვის.
“სახსრების შეგროვების პერიოდში დაახლოებით $270.000 შევაგროვეთ, თუმცა ეს საბოლოო თანხა არ არის, კიდევ გვაქვს თანხა, რომლის გადარიცხვაც ბანკში ტექნიკური ხარვეზების გამო ვერ მოვასწარით. თბილისიდან სამედიცინო აღჭურვილობას ველოდებით, რომელსაც ჩვენი მეგობარი, აღასი კარაბეკიანი ჩამოიტანს. დღეს, დღის განმავლობაში კიდევ შეგროვდა თანხა, დაახლოებით 150.000 რუბლი”,- ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი, აშოტ ნახატაკიანი.
აღნიშნული თანხა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში შეგროვდა. ასევე, სახსრების გადარიცხვას მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფლიდან, დილისკადან ელიან.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ სახსრების შეგროვება არ მთავრდება, ასევე ყველა მსურველს შეუძლია თანხა პირდაპირ სომხურ ფონდებს გადაურიცხოს.
“ჩვენ მიერ სახსრების შეგროვება არ შეჩერდება იქამდე, ვიდრე სტეფანაკერტის ბოლო ქუჩა, ბოლო სახლი არ აღდგება და არ იქნება რეაბილიტირებული”,- განაცხადა ფონდ “ჯავახკის” დამფუძნებელმა.