27 აპრილს ახალქალაქში SEREC-ის ოფისში ევროპის 5 ქვეყნის ელჩის, ჯავახეთის არასამთავრობო სექტორისა და მედიის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ინიციატივით გაიმართა. ახალქალაქში დანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა ტოფტ სორენსენი, ესტონეთის, რიინა კალიურანდი, ლატვიის, ეგიტე მადნე, ლიტვის, ანდრიუს კალინდრა, ნორვეგიის საელჩოს წარმომადგენელი მარკო სოლდიჩი ჩავიდნენ.

Дизайн без названия - 1

ელჩები რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობით დაინტერესდნენ: რა პრობლემებს აწყდება სამოქალაქო სექტორი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები და ახალქალაქის და ნინოწმინდის მედია ესწრებოდა. წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლის შემდეგ არასამთავრობო იორგანიზაციებისა და მედიის ფინანსურ პრობლემებზე, მაუწყებლობის სირთულეზე, ახალგაზრდებისთვის შექმნილ პროექტებზე, სტუდენტებზე და საშუალო ასაკის ადამიანთა რაოდენობის შემცირებაზე ისაუბრეს. განიხილეს უმცირესობათა ინტეგრაცია, საკომუნიკაციო ენის გამონახვა, რეგიონში გარცელებული პროპაგანდა და კულტურული მახასიათებლების გავლენა, სხვა ქვეყნებზე ეკონომიკური დამოკიდებულება, დეცენტრალიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ეხება, ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შემდგარი დიალოგი, ევროკავშირის 12 რეკომენდაცია და სხვა მრავალი.

SEREC-ის ოფისში შეხვედრის შემდეგ საელჩოების წარმომადგენლები ახალქალაქის მერს და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაც შეხვდნენ, სადაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები, ეროვნული უმცირესობების საგანმანათლებლო პროგრამები, დემოკრატიული პრინციპების განმტკიცება განიხილეს.