ახალქალაქში ბავშვთ დაცვის დღისათვის მასიური ღონისძიებების მზადება არ ყოფილა, თუმცა ბევრ მშობლებს ბავშვები ქალაქის ცენტრალურ პარკში ყავდა მოყვანილი, კორონავირუსით ინფიცირების შიში არ ყოფილა.

11

13

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა ამიტომაც განსაკუთრებული შიში და დაძაბულობა ქალაქში არ შეინიშნება. ადამიანების უმრავლესობამ ქუჩაში გამოსვლა დაიწყო და პირბადეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იყენებენ. მასიური განტვირთვა ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესაც შეეხო. ქალაქის “ხას ბახჩა” პარკში შეიკრიბა უამრავი მშობელი და ბავშვი ახალქალაქსა და სოფლებიდან.

deti 1

erexek 2

მიუხადავად იმისა, რომ ღონისძიება არ იყო დაგეგმილი, პარკში მაინც შეიძლებოდა ნაყინის, სათამაშოების, ბამბის ნაყინის, ბუშტების და სხვადასხვა საბავშვო წვრილმანის ყიდვა. ასევე შეიძლებოდა ბატუტზე ხტუნვა, სათამაშო მანქანების ტარება, “რეტრო” კაფეში ღია ცის ქვეშ ჯდომა და სხვა ბავშვებთან თამაში. სასრიალოებსა და საქანელებზე რიგები იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი სასრიალო დაზიანებულიც კი არის.

Erxa 9

Erexaner 7

Erexaner 5

 

Erexa 1

მშობლები, ვისაც ჟურნალისტები გაესაუბრნენ, ამტკიცებდნენ, რომ ინფიცირების არ ეშინიათ რადგან ახალქალაქში ვირუსი არ არის. ზოგ მშობელმა სთქვა, რომ შიშის ფაქტორი კი არის მაგრამ “ეს ერთი დღეა”, როდესაც შეიძლება ბავშვები ვასიამოვნოთ.

Erexa 10

hunis 12

kanapati malchik