ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, არაიკ არუთიუნიანმა საქველმოქმედო ფონდ “ჯავახკი სომეხთა გვერდით” მადლობის წერილი გადასცა მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც ყარაბაღის წინააღმდეგ წარმოებული 44-დღიანი ომის განმავლობაში და შემდგომ პერიოდში აღმოუჩინეს.

საქველმოქმედო ფონდმა – “ჯავახკი სომეხთა გვერდით”, ომის და მის შემდგომ პერიოდში ყარაბაღს დაახლოებით 500 ტონა სამრეწველო და სხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა. ასევე, მხარი დაუჭირა სომხეთს ომის პერიოდში.

 

234779843_349148813621409_811561959746630737_n

”ვამაყობთ და მადლობელი ვართ, რომ ყარაბაღის პრეზიდენტი, არაიკ ჰარუთიუნიანი ასეთ მაღალ შეფასებას აძლევს ჩვენს საქმიანობას. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ჩვენი ფონდი განაგრძობს მუშაობას სომეხი ხალხის მიზნებისა და სანუკვარი ოცნებების რეალიზების საქმეში.

გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს, დაჭრილ სამხედროებს, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს “, – განაცხადა ფონდის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, კარენ პაპიკიანმა.

 

Himnadram

პრეზიდენტ არაიკ ჰარუთიანთან შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდის – “ჯავახკი სომეხთა გვერდით” პრეზიდენტი, კარენ პაპიკიანი, ერთ-ერთი დამფუძნებელი არტაშეს უზუნიანი და ინიციატივის სხვა მხარდამჭერები.