ფრანგულმა სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხელისუფბლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისაკენ მოუწოდებს.
რეზოლუციის მიღებას ხმა მისცა 305 სენატორმა, მის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი გამოვიდა.
როგორც რეზოლუციის მომხსენებელმა, სენატორ ბრიუნო რეტაიომ აღნიშნა, პროექტი ხელმოწერილი იყო სენატის ყველა სადეპუტატო ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ- მარჯვენა, ცენტრალური და მარცხენა. ეს ნიშნავს, რომ საკითხი პარტიათაშორის უთანხმოებებზე ზემოთ დგას- ის ეხება ღირებულებებს, რომლებზეც საფრანგეთია დაფუძნებული, ხაზი გაუსვა რეტაიომ.
ის დარწმუნებულია, რომ მთიან ყარაბაღში მომხდარი- დაშორებული ლოკალური კონფლიქტი არ არის, ის ფრანგებსაც ეხება. კონფლიქტი ერდოგანის მხრიდან მასობრივი და გადამწყვეტი დახმარებების შემდეგ აღარ იყო ლოკალური, ის ექსპანსიონისტურ, ნეოოსმალურ და ისლამურ პოლიტიკას ატარებს. ეს მსოფლიო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, რაც ასევე საფრანგეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ერდოგანის რეჯიმი მთელ რიგ რეგიონალურ კონფლიქტებს უკეთებს პროვოცირებას, ლიბიიდან დაწყებული კავკასიამდე და საბერძნეთიდან კვიპროსამდე.
“სწორედ ერდოგანის სიტყვების ციტირებას ვახდენ: “მთიანი ყარაბაღი ისლამის ქვეყანა გახდა და ნახევარმთვარის ჩრდილს ქვეშ დაბრუნდა”. კიდევ რამდენი აგრესიაა საჭირო, რომ ევროპამ, საბოლოოდ, რეალური სანქციები გამოაცხადოს – დიპლომატიური, მაგრამ უპირველესად ეკონომიკური? როდის შევწყვეტთ ჩვენს გულუბრყვილობას?”,- განაცხადა სენატორმა.
პროექტი საფრანგეთის ხელისუფლებას ავალებს ყარაბაღის მშვიდობიან მოსახლეობას მასშტაბური მხარდაჭერა გამოუცხადონ, ასევე მთიან ყარაბაღში საბრძოლო ქმედებების გამოძიების საერთაშორისო კომისიის ინიცირებას, კერძოდ, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რაც განხორციელდა.
დოკუმენტი საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდებს მოლაპარაკებითი პროცესის განახლების ყველა ძალისხმევის გამოყენებისაკენ, 1994 წლიდან დადგენილი საზღვრების უზრუნველყოფით, ასევე სომხეთის მოსახლეობისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლება.