ყარაბაღის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები ღამის განმავლობაში განაგრძობდნენ დაზვერვით და შეტევით ქმედებებს აზერბაიჯანული ძალების დაჯგუფებების რაიონებში, რის შედეგადაც განადგურებული იყო დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცოცხალი ძალა.
ამის შესახებ დღეს დილით თავდაცვის არმიის პრეს-სამსახურმა გვაცნობა.
“ღამის შემდეგ მოწინააღმდეგის ძალებმა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ახალი შეტევის განხორციელება სცადეს, რომელიც არმიის ქვედანაყოფების მიერ იყო შეჩერებული. მათ ფრონტის ხაზის ჩრდილოეთის ნაწილში მოიმოქმედეს მცდელობები, რაც ასევე იყო შეჩერებული. მოწინააღმდეგის არმიამ აქაც განიცადა დიდი დანაკარგი”,- ნათქვამია შეტყობინებაში.
შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მხარემ განაგრძო მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული პუნქტების დაბომბვა.
“ამჟამად მოწინააღმდეგის დაჯგუფებების მოძიებისა და განადგურების ქმედებები გრძელდება”,- აღნიშნავს ყარაბაღის თავდაცვის არმია.