11 დეკემბერს, მთიანი ყარაბაღის ერთ-ერთ სომხურ საგუშაგოზე სამი სამხედრო-რეზერვისტი დაიჭრა, – ამის შესახებ იტყობინება მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია.

სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათ სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღეს. გარემოებების გარკვევის მიზნით გამოძიება დაიწყო, ნათქვამია შეტყობინებაში.

პარალელურად აზერბაიჯანი საპირისპირო შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს, კერძოდ, გადრუტში აზერბაიჯანელი სამხედროების წინააღმდეგ შეიარაღებული პროვოკაცია განხორციელდა, მოწინააღმდეგე მხარეს ერთი დაიჭრა.

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

რუსული მხარე ვითარებას ჯერ ვერ აკომენტარებს.