ღამით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სხვადასხვა ინტენსივობის ბრძოლები მიმდინარეობდა, – ამის შესახებ ყარაბაღის თავდაცვის არმიის პრესსამსახური იტყობინება. მათივე ინფორმაციით, ადგილზე ოპერატიულ-ტაქტიკურ ვითარებას თავდაცვის არმია აკონტროლებს.
იმავე წყაროს მონაცემებით, გუშინ, გვიან საღამოს, დაახლოებით სამ საათზე, ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობდა ფრონტის ხაზის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით.
კერძოდ, აზერბაიჯანულმა მხარემ შეტევა, თავდაცვის არმიის ორი საკვანძო პოზიციის მიმართულებით განახორციელა, “საერთაშორისო პოზიციების მუდმივი ბრძოლების შედეგად შეტევა მოგერიებული იყო, მოწინააღმდეგემ დიდი დანაკარგი განიცადა და უკან დაიხია”.
“მოწინააღმდეგემ კიდევ ერთი შეტევა განახორციელა იმავე მიმართულებით, რომელიც, ასევე წარმატებით იყო მოგერიებული. ჩვენი ქვედანაყოფები დაედევნენ გაქცეულ მოწინააღმდეგეს და გაანადგურეს”, – ნათქვამია თავდაცვის არმიის შეტყობინებაში.
“ჩვენმა ქვედანაყოფებმა მოახერხეს გარკვეულ პოზიციებზე ცვლილებების მიღწევა, თუმცა მარტუნის მიმართულებით მტერმა ერთი-ორი პოზიციის დაკავება მოახერხა, მარტუნიდან სამხრეთით, ჩარტარის მიმართულებით”, – თქვა ჰოვანისიანმა პრესკონფერენციაზე.
მიუხედავად შეთანხმებისა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით არ განხორციელდეს დარტყმები, სომხური მხარე იტყობინება, რომ გასული ღამით და დღეს დღის განმავლობაში, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის დასახლებული პუნქტების დაბომბვას განაგრძობენ. როგორც ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იტყობინება, სიტუაცია მშვიდი არ არის, განსაკუთრებით ქალაქ მარტუნში და მარტაკერტში, ასევე ახლო მდებარე დასახლებულ პუნქტებში. შეტყობინების თანახმად, რაკეტების გარდა, რომლებიც “გრად” და “სმერჩ” მოწყობილობებიდან იყო გაშვებული, მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული პუნქტების მიმართულებით გამოიყენება ასევე, სამხედრო ავიაცია. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაზარალებულები არ არიან. სხვა დასახლებულ პუნქტებში ვითარება შედარებით მშვიდია.
გაერო-ში ყარაბაღში სამხედრო დანაშაულების ნიშნებზე განაცხადეს
გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩალეტმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში და მის მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში განხორციელებული შეტევებით საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ ისინი შესაძლოა გათანაბრებული იყოს სამხედრო დანაშაულებთან.
“სექტემბერში კონფლიქტის განახლების შემდეგ, მხარეებისადმი არაერთხელ გაისმა მოწოდებები, მათ შორის ჩემგან, მიიღონ ყველა შესაძლო ნაბიჯი, რათა თავი აარიდონ, ან მინიმუმამდე დაიყვანონ სამოქალაქო მოსახლეობაში სიკვდილიანობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ზარალის მიყენება, მათ შორის სკოლებისა და საავადმყოფოების”, – განაცხადა ბაჩელეტმა.
“ამის ნაცვლად, დანგრეული იყო სახლები, ქუჩები იყო გადაქცეული ნანგრევებად, ხოლო ხალხი იძულებული იყო გაქცეულიყო, ან სარდაფებში დამალულიყო”, – დასძინა მან.
“შეტევა, რომელიც გამჭრიახობის, ან თანაზომიერების პრინციპის დარღვევით განხორციელდა, შეიძლება სამხედრო დანაშაულებს გაუთანაბრდეს”, – განაცხადა მიშელ ბაჩელეტმა.
გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისრის თქმით, კონფლიქტის მხარეები ვალდებულნი არიან ეფექტიანად, ოპერატიულად, გულმოდგინედ და მიუკერძოებლად გამოიკვლიონ მსგავსი დარღვევები და პასუხისმგებლობის წინაშე დააყენონ ისინი, ვინც სავარაუდოდ ისინი ჩაიდინა. “მსგავსი შეტევები უნდა შეჩერდეს, ხოლო პირები, რომლებიც ბრძანების გაცემის ან შესრულების პასუხისმგებელნი არიან, პასუხისმგებლობის წინაშე უნდა დააყენონ”, – განაცხადა მან.