იტალიაში პირბადის ქუჩაში ტარება სავალდებულო აღარ არის. უცხოური მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავარობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე მიიღო. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულებით, 11 თებერვლიდან 31 მარტამდე პირბადის ტარება სავალდებულო იქნება მხოლოდ თავშეყრის ადგილებსა და შიდა სივრცეებში.

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 101 864 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 415 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 18 675 პაციენტი მკურნალობს.

მედიის ცნობით, გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა ესპანეთშიც. ესპანეთში, იტალიის მსგავსად, ზომები მას შემდეგ შემსუბუქდა, რაც საავაადმყოფოებში მიმართვიანობა შემცირდა. ქვეყნის მასშტაბით პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა დახურულ სივრცეებში.