საქართველოში კორონავირუსის 3 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 780 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 50 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა – 1 588, ასევე იმერეთსა – 599 და აჭარაში – 333.