საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, ესპანეთში, კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე, 74 წლის ქალი გარდაიცვალა. მას ქრონიკული დაავადებები აწუხებდა.
„გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამწუხარო ფაქტი გვაქვს. სამწუხაროდ, ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამოქალაქე, 74 წლის ქალბატონი, რომელიც იყო ქრონიკული დაავადებით დაავადებული. ჩვენ პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ ყველა საჭირო პროცედურების მოგვარებაში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, დიპლომატიური სამსახურების წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
„შექმნილია ცხელი ხაზი, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად დაზუსტებული და განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ თანამოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.