საქართველოში კორონავირუსის 4 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 727 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 45 006 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 832, „პისიარ“ ტესტით – 18 174.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9.41%, ბოლო 14 დღის – 6.61%, ბოლო შვიდი დღის – 8.17%.
ამასთან, 6 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 105 პაციენტი, გარდაიცვალა 41.