სოციალირი ქულები ციფრებია, რომლებიც წყვეტს ესაჭიროება თუ არა ადამიანს სახელმწიფოსგან ფინანსური მხარდაჭერა. საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური ქულების დადგენის სისტემის გამოთვლების საფუძველზე ხშირად რეალურად გაჭირვებულები რჩებიან დახმარების გარეშე, ხოლო ნაკლებად გაჭირვებულები ღებულობენ. სანთო ავეტისიანი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ნამდვილად სჭირდება სოციალური დახმარება , მაგრამ სოციალური ქულები საპირისპიროს ამბობს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოდან სანთო ავეტისიანი 83 წლისაა. მარტო ცხოვრობს, ცოლი 5 წლის წინ გარდაეცვალა. მშობლიურ სოფელში სახლის გარდა არაფერი აქვს. სანთომ გაყიდა თავისი მიწები და ძროხები, როდესაც მისი ცოლი ავად გახდა, რათა მკურნალობის თანხა გადაეხადა. ჰყავს ორი ქალიშვილი, მაგრამ ერთი ცხოვრობს რუსეთში, მეორე კი სხვა სოფელში. ისინი სანთოს ხშირად ვერ სტუმრობენ.
ბოლო დათვლით, სააგენტომ მას 103 000 ქულა განუსაზღვრა, რომლის მიხედვითაც მას სოციალური დახმარების მიღების უფლება არ აქვს.
სოციალური დახმარება შემდეგი ხერხით ნაწილდება:
თუ ოჯახს/ადამიანს აქვს 0-დან 35000-მდე ქულა, ოჯახის თითოეული წევრი იღებს 60 ლარს, 16 წლამდე ბავშვები კი 150 ლარს.
თუ სოციალური ქულები 35000-დან 57000-მდეა, მაშინ ოჯახის თითოეული წევრი იღებს 50 ლარს, ბავშვები 150 ლარს.
თუ სოციალური ქულები 57 000-დან 65 000-მდეა, მაშინ ოჯახის თითოეული წევრი იღებს 40 ლარს, ხოლო ბავშვები 150 ლარს
თუ 65 000-დან 120 000-მდე ქულაა, მაშინ სოციალურ დახმარებას მხოლოდ 16 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ, თითოეული 150 ლარი.
ქულები გამოითვლება სპეციალური კომპიუტერული პროგრამით, სააგენტოს თანამშრომლის მიერ შეყვანილი მონაცემების საფუძველზე.
„არის ფორმულა, ჩვენ არ ვითვლით ქულებს, კომპიუტერი ითვლის ქულებს. ასევე ვერ გეტყვით, რა პრობლემაა ამ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით. ჩვენი აგენტი იწერს ყველაფერს, რასაც ამბობენ, შემდეგ შეაქვს ეს მონაცემები პროგრამაში“, – განმარტავს ახალქალაქის სოციალური ცენტრის განყოფილების ხელმძღვანელი იროდიონ გოგოლაძე.
დაინტერესებული პირი მისი საცხოვრებელი ადგილის სოციალური დაცვის სამსახურში განცხადებას ავსებს, შემდეგ მასთან მიდის სოციალური აგენტი და შესაბამის ფორმაში ყველა საჭირო მონაცემს ავსებს. შემდეგი ტექნიკის საკითხია.
„არ არსებობს ისეთი რამ, რომ მაგალითად, ხის იატაკი ამდენი ქულა იყოს. არა, თითოეული ფაქტორი არის კოეფიციენტი, კოეფიციენტები ფორმულაში ლაგდება. კრიტერიუმებს შორისა, მაგალითად, მიწის არსებობა, მანქანა, ბავშვები, რა მიწაა, მიწა შავია თუ არა“, – კომენტარს აკეთებს ახალქალაქის სოციალური დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი იროდიონ გოგოლაძე.
მისი თქმით, წლების განმავლობაში იცვლება თავად ფორმულაც, რამაც შესაძლოა საბოლოო ქულები შეცვალოს.
სანთო ავეტისიანი დახმარებას ადრე ღებულობდა. 2011 წელს 75 810 ქულა მიიღო, 2013- 54 940, 2017- 58 290, 2018 – 89 380, ხოლო 2019 წელს 103 480 ქულა. მას არ ესმის, რამ გამოიწვია სოციალური კეთილდღეობის მკვეთრი ცვლილება, რადგან მას მხოლოდ დანაკარგები ჰქონდა. “მხოლოდ კატა მყავდა და ისიც გაიქცა”, – ნახევრად ხუმრობით ამბობს ბაბუა სანთო.
სანტო ავეტისიანი არის ერთ-ერთი, ვინც დახმარებას ღებულობდა, მაგრამ შემდეგ შეუწყვიტეს და ერთ-ერთია, ვისაც სჭირდება, მაგრამ არ ღებულობს დახმარებას.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი შეღავათების ყველაზე დაბალი წილით მუნიციპალიტეტების რეიტინგში მე-2 ადგილზეა. 2023 წლის მაისში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საარსებო წყარო 2596-მა ადამიანმა მიიღო, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 6,6%-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ თერჯოლის მუნიციპალიტეტი უსწრებს.
საქართველოში ყველაზე მეტ შეღავათს მესტიისა და ონის მცხოვრებლები იღებენ. სოციალურ შეღავათებს მესტიაში მოსახლეობის 35,7%, შარშან – 72,1%, ონში კი რაიონის მოსახლეობის 31% იღებს.
რა განაპირობებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს შორის შეღავათების მიმღები მოსახლეობის წილში ასეთ სხვაობას? ნამდვილად ბევრად უკეთ ცხოვრობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ვიდრე ონისა და მესტიის მოსახლეობა?
იმავდროულად, სანამ ამ კითხვებზე პასუხები ღია რჩება, ათობით ნამდვილად გაჭირვებული ადამიანი ელოდება თავის „რიგს“, სანამ სისტემა წყვეტს, არიან თუ არა „საკმარისად ღარიბები“ სოციალური დახმარების მისაღებად.