მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 55.4% სიღარიბის საერთაშორისო ზღვარზე ცხოვრობს, დღეში 6,85 დოლარით.
საქართველოს ეროვნული სტატისტიკური ინფორმაციის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 15.6% აბსოლუტური სირარიბის ზღვარზე ცხოვრობს, რაც დაახლოებით 580 ათას ადამიანს შეადეგნს.
საქართველოში სირარიბის მაღალი მაჩვენებელი ღრმავდება უფრო იმით, რომ ეკონომიკური განვიტარებისა და შემოსავლების მხრივ ქვეყნის რეგიონები და მუნიციპალიტეტები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. სახელმწიფო სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გადანაწილების ხარჯზე ცდილობს ამ განსხვავების გამარტივებას. მიმდინარე წლის მაისი მდგომარეობით საცხოვრებელი დახმარება 488 ათასმა ადამიანმა მიიღო, რაც საქართველოს მოსახლეობის 13,1%-ს შეადგენს.
ქვემოთ წარმოგიდგენთ საქართველოს 5 მუნიციპალიტეტს, რომლებშიც მოსახლეობის უმცირესი ნაწილი საცხოვრებელ დახმარებას ღებულობს, და 2 მუნიციპალიტეტს სადაც საცხოვრებელი დახმარების მიმღებთა წილი ყველაზე მაღალია.
ახალციხის მუნიციპალიტეტი მე-5 ადგილს იკავებს რეგიონებს შორის, რომლებიც სოციალური დახმარების უმცირეს რაოდენობას ღებულობენ. 2023 წლის მაისში მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარება 3130 ადამიანმა მიიღო. 2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ახალციხის მუნიციპალიტეტში 39 588 ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად საცხოვრებელი მინიმუმის მიმღებთა წილი ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შორის 7,9%-ს შეადგენს.
ფოთისა და ქუთაისის რეგიონები მეოთხე და მესამე ადგილებზე არიან. ფოთში სოციალურ დახმარებას ღებულობს 2880 ადამიანი, რაც რეგიონის მოსახლეობის 6,9%-ს შეადგენს. ქუთაისში სოციალურ დახმარებას ღებულობს 8624 ადამიანი, რაც მოსახლეობის 6,6%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზე- ახალქალაქის მუნიციპალიტეტია. 2023 წლის მაისში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საარსებო სახსრები 2596 ადამიანმა მიიღო. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარების მიმღებთა წილი 6,6%-ს შეადგენს, და ამ მაჩვენებლის მიხედვით ბმხოლოდ თერჯოლას მუნიციპლაიტეტი უსწრებს წინ.
ეპიდემიის პერიოდში ახალქალაქში დახმარების მიმღებთა რაოდენობაც გაიზარდა და, მიუხედავად 2023 წლის შემცირებისა, დღემდე არ დაუბრუნდა ეპიდემიამდელ პერიოდს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2023 წელს 23 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 590 ლარს შეადგენს ერთ ადამიანზე. ასევე აღსანიშნავია, რომ 5 წლის წინ ახალქალაქში დახმარების მიმღებთა რაოდენობა 1773 ადამიანს შეადგენდა, 2020 წელს- 1655, ხოლო 2022 წელს- 2954 ადამიანს.
საქართველოში ყველაზე მეტ დახმარებას მესტიის და ონის მოსახლეობა რებულობს.სოციალური დახმარებას მესტიის მოსახლეობის 35,7% ღებულობს, გასულ წელს-72,1%, ხოლო ონში- რაიონის მოსახლეობის 31%.