დღეს, 1 ოქტომბერს, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭომ “საქართველოს” ბანკის ახალქალაქის ფილიალში, საქართველოს სომეხთა დახმარების საბჭოს სახელით გახსნა ანგარიში, სადაც მსურველებს ყარაბაღის მხარდაჭერის მიზნით ფულის გადარიცხვა შეუძლიათ.
საბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია:
“ამ დღეებში ყველა სომეხი, ერთი ადამიანის მსგავსად გაერთიანდა და არცახში განვითარებულ მოვლენებს ადევნებს თვალყურს – არცახის გმირულ ბრძოლას თურქულ-აზერბაიჯანული აგრესიის წინააღმდეგ. არსებულ ვითარებაში დახმარების გაწევის მიზნით ის სომხები, რომლებიც სომხეთში ვერ ჩადიან, სახსრების შეგროვებითა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევით უჭერენ მხარს სამშობლოს. ჯავახეთის სომხები ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული. დღესდღეობით ჯავახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, დახმარების დიდი სურვილის შედეგად, ორგანიზებულია შემოწირულობების შეგროვება. ამ სახსრების მართვა და დანიშნულებისამებრ გადანაწილება საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია”.
საქართველოს სომეხთა დახმარების საბჭომ გახსნა ანგარიში GE25BG0000000366017347 “საქართველოს” ბანკის ახალქალაქის განყოფილებაში, სადაც თანხის ჩარიცხვა ქართულ ლარებში, აშშ-ს დოლარებში და რუსულ რუბლში არის შესაძლებელი.
“აუცილებელია აღინიშნოს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის მიზანი. ანგარიში გამჭვირვალეა, ყველა გადარიცხვა ჩანს. ასევე ფორმირებულია კომისია, რომლის მონიტორინგშიც, მოზიდული სახსრები, სომხეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებათა მიერ, მხოლოდ აუცილებლობის შესახებ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, იქნება დაიხარჯული. ჩვენ ყველასგან აქტიურ და სასწრაფო რეაგირებას ველით. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ შემდეგ ნომრებზე დარეკოთ: (+995) 574 52 62 42, (+995) 599 92 13 88”, – ნათქვამია კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.