8 ოქტომბერს, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ გვაცნობა, რომ ჯავახეთის მკვიდრი ჰოვანეს აივაზიანი მოწინააღმდეგის სამი ტანკის განადგურებისათვის “სამხედრო ჯვრის” ორდენის მე-2 საფეხურით დააჯილდოვეს.
მაიორი ჰოვანეს აივაზიანი, წარმოშობით ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოს მკვიდრია. ამჟამად ის ყარაბაღში, საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობს.
უფროსი ლეიტენანტი მიჰრან ავდალიანი, ერთ-ერთი საბრძოლო პოზიციის დაბრუნების ოპერაციაში მონაწილეობდა, როდესაც ბლოკადაში 7 ჯარისკაცი აღმოაჩინა და ბლოკადიდან მათი გამოყვანის ზომები მიიღო, ასევე “სამხედრო ჯვრის” ორდენის მე-2 საფეხურით დაჯილდოვდა.
პოდპოლკოვნიკმა არმან კოსტანიანმა, მიუხედავად მძიმე საბრძოლო ვითარებისა, უკან არ დაიხია, ქვედანაყოფის თავდაცვას გაუკეთა ორგანიზება, მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვანი შეტევა მოიგერია, დიდი დანაკარგი მიაყენა მტერს და რაზმის თავდაცვა უზრუნველყო, რის გამოც “სამხედრო ჯვრის” კავალერის ორდენის 1-ლი საფეხურით დაჯილდოვდა.
იმავე საფეხურის ორდენით დაჯილდოვდა პოდკოლკოვნიკი არსენ ხაჩატრიანი, რომელმაც ასევე უზრუნველყო თავდაცვის მდგრადობა და მოწინააღმდეგე ძალებს დიდი დანაკარგი მიაყენა.