სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში 4443 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსის 170 506 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 167 ადამიანი.