Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთიან ყარაბაღში ჯავახეთის მკვიდრი ექიმებიც არიან: არმენ ბდოიანი, გაგიკ ბდოიანი, ცოლაკ კარსლიანი, არამ ვარდანიანი და არსენ ავაგიანი ყარაბაღში გაემგზავრნენ.

“ფრონტის წინა ხაზზე ჯავახეთის “თეთრი არმიის” ორი ექიმი იმყოფება: არამ ვანიკის ძე ვარდანიანი, წარმოშობით ქალაქ ნინოწმინდიდან და არსენ ავაგიანი ახალქალაქის რაიონის სოფელ ქარცხიდან არიან. დღეს ჩვენი ექიმი შვილები ყარაბაში პროფესიონალურ ვაჟკაცობას იჩენენ, რითაც ჩვენი ჯარისკაცების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ზოგავენ.

დიდება და პატივი თქვენ, ძვირფასო ექიმებო, ჯავახეთი ამაყობს იმით, რომ თქვენისთანა პატრიოტი შვილები ჰყავს!”- წერს ParvanaTV.

ხუთი ექიმი, რომლებიც წარმოშობით ჯავახეთიდან არიან და სომხეთის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობენ, “თეთრი არმიის” ექიმებს შეუერთდნენ.