დღეს, 5 დეკემბერს, სომხეთის 16-მა ოპოზიციურმა პარტიამ თავისუფლების მოედანზე საერთო ეროვნული მიტინგი მოაწყო პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. თავისუფლების მოედანზე გამოსვლების შემდეგ, მიტინგის მონაწილეები ხელისუფლების სასახლისკენ გაემართნენ, სადაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს 3 დღის ვადა მისცეს.

სომხეთის რევოლუციური ფედერაციის (სომხეთის რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუთიუნ) უზენაესი ორგანოს წარმომადგენელმა იშხან საგატელიანმა ხელისუფლების სასახლესთან ნიკოლ ფაშინიანს მიტინგის მონაწილეების მოთხოვნები წარუდგინა. მან განაცხადა, რომ ფაშინიანს აძლევენ დროს, რათა მან მის პოლიტიკურ ჯგუფთან და მრჩეველებთან ერთად განიხილოს და გადადგომის გადაწყვეტილება მიიღოს.

პრემიერ-მინისტრს გადადგომისთვის დრო სამშაბათს, 12:00 საათამდე მისცეს.

“თუკი სამშაბათამდე არ წავა, ჩვენ მას ჩამოვაქვეითებთ და მორჩა. ამ კვირაში ჩვენ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და საბოლოოდ მოვაგვაროთ”, – განაცხადა იშხან საგატელიანმა.

წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ სომხეთში დაუმორჩილებლობის მასობრივი აქციები დაიწყება.

:

აღვნიშნავთ, რომ სომხეთში, ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი და ოპოზიციური პარტიები 10 ნომებრიდან არცახში ცეცხლის შეჩერების სამმხრივი დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს. ისინი მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრმა “მოღალატურად” მოაწერა ხელი აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების ნებაყოფლობით გადაცემას.