სოფელ ბარალეთის ახალგაზრდობამ, სამზღვარზე მებრძოლი სომეხი ჯარისკაცების მხარდასაჭერად, მოაწყო მსვლელობა და სანთლი დაანთო. ახალგაზრდებმა მსვლელობა “სურბ ასტვაწაწინ” ტაძრის ეზოდან “სურბ ჰოვანეს” სალოცავის მიმართულებით დაიწყეს, დაანთეს სანთლები, მოილოცეს და სომეხთა ერთიანობის ნიშნად, “შურჯაპარი” (წრიული ცეკვა- პირდაპირი თარგმანი სომხურიდან) იცეკვეს.

მსვლელობის მონაწილე ერთ-ერთმა ახალაგზრდა ადამიანმა JNEWS-თან საუბარში თქვა: “ეს მსვლელობა მხარდაჭერის ნიშანად იყო ორგანიზებული. ჩვენ ფეხით გავიარეთ სომხური ეკლესიიდან “სურბ ჰოვანეს” წმინდა ადგილამდე. სომეხი ჯარისკაცისა და არცახის გამარჯვებაში დარწმუნებულნი ვართ. დარწმუნებულნი ვართ, რომ სომეხი ჯარისკაცი დაუმარცხებელია, და აუცილებლობის შემთხვევაში სამშობლოს შეძახილს შევუერთდებით”.

აღვნიშნავთ, რომ ამ დღეებში ჯავახეთშე სხვადასხვა ღობისძიებები იმართება: სახსრების შეგროვება, კვების პროდუქტების შეგროვება, სანთლების დანთება და სხვ.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს, დილით ადრე აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღს სარაკეტო და საჰაერო დარტყმები მიაყენა, და დაბომბა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის სტეფანაკერტი. არცახსა და სომხეთში საბრძოლო მდგომარეობაა გამოცხადებული.