2024 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება გაგრძელდება. მაგრამ სოციალურად დაუცველი ჯავახეთის მოსახლეობა ამ სუბსიდიით ვერ სარგებლობს, რადგან ისინი სხვა – მაღალმთიანი სტატუსის სუბსიდიით სარგებლობენ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების საკითხი მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

როგორც შინაგან საქმეთა მიგრანტთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირება გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ბოლოს ელექტროენერგიის ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 3 თეთრით შემცირდა. ამჟამად თბილისში მინიმალური ტარიფი კილოვატ საათში 15 თეთრია.

მინისტრის თქმით, 2024 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ოჯახები მოხმარებულ ელექტროენერგიის კილოვარტზე 12,5 თეთრით დაფინანსდებიან. ამ შეღავათით დაახლოებით 250 000 ოჯახი ისარგებლებს.

თუმცა, ეს განკარგულება იმ აბონენტებზე, რომლებიც ელექტროენერგიის მაღალმთიანი სუბსიდიით სარგებლობენ, არ ვრცელდება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, როგორც მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობა, 2017 წლიდან ელექტროენერგიის შეღავათით სარგებლობს. გამოყენებული ელექტროენერგიის 50% ფინანსდება, მაგრამ არაუმეტეს 100 კვტ/სთ. ანუ 200 კვტ/სთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის შემთხვევაში იფარება მოხმარების 50%, ხოლო 200 კვტ/სთ-ზე მეტის გამოყენებისას 100 კვტ/სთ მოხმარება იფარება, ამასთანავე სუბსიდია ითვლება ტარიფით, რომელიც აბონენტის მთლიან მოხმარებას ითვლის.