სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის, შუშან სტეპანიანის უწყებით, რუსეთის ფედერაციის, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადების შემდეგ, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთის მიმართულებით, საჰაერო ძალების გამოყენება გაახშირა.

მან აღნიშნა, რომ “არცახის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები (მთიანი ყარაბაღი – რედ.) თრგუნავენ მტრის ყველა შეტევას, რითაც უპილოტო თვითმფრინავებს დიდ რაოდენობრივ დანაკარგს აყენებენ”.

“10 ოქტომბრის 12:00 საათამდე, მტერი ვითარების შეცვლას ცდილობს, თუმცა ჰუმანიტარული მიზნებისათვის ცეცხლის შეწყვეტის დრო გამოცხადდა. არცახის თავდაცვის არმიის დივიზიები მზად არიან აღკვეთონ მტრის შეტევითი განზრახვა”, – აღნიშნა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა.

შუშან სტეპანიანმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს შეტევითი უპილოტო თავდასხმა სოფელ ერიცვანკის მიმართ, აგრეთვე სომხეთში, სიუნიკის რეგიონის კაპანის რაიონის სოფელ არწვანიკში. მსხვერპლი არ არის.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ზოჰრაბ მნაცაკანიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის, 10 საათზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შუამავლობით, მხარეები შეთანხმდნენ- 10 ოქტომბერს 12:00 საათზე, ყარაბაღში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და 13-დღიანი ომის შეწყვეტის შესახებ, რომელიც 1994 წლის შემდეგ, ყველაზე სისხლიანი და დიდმასშტაბიანი გახდა.