გუშინ, კახეთში ყვარლის რაიონში და საგარეჯოს რაიონში სოფელ უდაბნოსთან, რამდენიმე წუთიანი ინტერვალით, ორი ობიექტი ჩამოვარდა, რაც შსს-მაც დაადასტურა.

გავრცელდა სოფელ უდაბნოსთან ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატის ნარჩენების ფოტოებიც, რაზე დაკვირვებითაც შეიძლება ითქვას, რომ ეს ებრაული უპილოტო-კამიკაძე თვითმფრინავი “Harop” უნდა იყოს, რომელიც კავკასიის რეგიონში მხოლოდ აზერბაიჯანის შეიარაღებაშია და აქტიურად იყენებენ ყარაბაღში მიმდინარე ომში.

კამიკაძე “ჰარპია” მაღალი საბრძოლო ეფექტურობით გამოირჩევა, რამდენიმე საათის განმავლობაში ბრძოლის ველის თავზე ბარაჟირებს და სამიზნის გამოჩენისთანავე ოპერატორი თვითმკვლელ დრონს მისკენ მიმართავს.

აღნიშნული ინფორმაცია საკუთარ Facebook გვერდზე საინფორმაციო საიტმა, Geo-Army.ge-მ განათავსა.