ცნობილი მსახიობი, სსრკ-ს სახალხო არტისტი არმენ ჯიგარხანიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ მისი ოფიციალური წარმომადგენელი, არტურ სოღომონიანი იტყობინება.
მისივე თქმით, მსახიობი შაბათს ღამით, მოსკოვის დროით დილის 6 საათზე გარდაიცვალა. მას არ დაუკონკრეტებია ჯიგარხანიანის გარდაცვალების მიზეზები. გამომშვიდობების დრო და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
არმენ ჯიგარხანიანი 1935 წელს ერევანში დაიბადა. ფილმებში გადაღება 1950-იანი წლების ბოლოდან დაიწყო და ასზე მეტ ფილმში ითამაშა, პარალელურად მუშაობდა თეატრში. ჯიგარხანიანის ყველაზე ცნობილ როლებს შორის არის – ბანდიტი, მეტსახელად კუზიანი სერიულ ფილმში “შეხვედრის ადგილი უცვლელია”, მოსამართლე კრიგსი კომედიაში “გამარჯობა, მე შენი დეიდა ვარ” და კაპიტანი ოვეჩკინი ტრილოგიის ბოლო ორ ნაწილში.
მსახიობი მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან გიორგი დანელია, კარენ შახნაზაროვი და სტანისლავ გოვორუხინი. თავად იყო რამდენიმე ფილმისა და სპექტაკლის რეჟისორი, 1996 წელს კი დააარსა არმენ ჯიგარხანიანის სახელობის მოსკოვის დრამატურგიული თეატრი.