ბოლო ხანებში ახალქალაქში გააქტიურდა საიტები, რომლებიც ადამიანებს ფულის მარტივად გამომუშავებას სთავაზობენ. ახალქალაქელი ფერმერები შიშობენ, რომ ფულის შოვნის ამ „ადვილმა“ გზამ შესაძლოა შემოდგომაზე შრომის ფასი გაზარდოს, რაც ფერმერების შემოსავალზე კი არა, კარტოფილის ფასზეც აისახება.
Tesla Media, Grenminer, Allegro Era, List… სქემები, რომლებიც ზოგისთვის ფულის შოვნის „მარტივი“ გზაა, ახალქალაქის მცხოვრებლებისთვის განხილვის მთავარ თემად იქცა. ყველგან და ყველა ამაზე საუბრობს. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ამ საიტებს ან საერთოდ არ ენდობიან მათ.
ბოლო დროს ახალქალაქში ძალიან გავრცელდა გარკვეული თანხის დაბანდების და საკმაოდ სოლიდური თანხის შოვნის მეთოდი. ახალგაზრდები ხუმრობენ: „ასე თუ გაგრძელდა, შემოდგომით დოლარს შევჭამთ“.
ზოგიერთი ფერმერი ფიქრობს სასოფლო-სამეურნეო პროცესების მექანიზების აუცილებლობაზე. ფიქრობს, რომ შრომა შესაძლოა ძალიან გაძვირდეს.
„დასაქმებულებს უკვე აქვთ შემოსავალი, ზოგს საერთოდ არ სურს მუშაობა, ზოგი უფრო მაღალ ანაზღაურებაზე მუშაობს, ეს არის ახალი ალტერნატივა ჩვენთვის, რომ უფრო სწრაფი ტემპებით გადავიდეთ მექანიზებულ წარმოებაზე“, – ამბობს ფერმერი სურენ მურადიანი, რომელიც არც ერთ ფინანსურ პირამიდაში არ არის ჩართული.
ფერმერებს კი, რომლებიც ფინანსურ პირამიდებში ამა თუ იმ ხარისხით არიან ჩართულნი, თვლიან, რომ ეს ყველაფერი დროებითია და სოფლის მეურნეობაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.
„ეს ყველაფერი დიდხანს ვერ გაგრძელდება, თუ ასე გაგრძელდა შემოდგომამდე, შრომის ფასი გაიზრდება, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება უფრო დაინტერესებული იქნება მეტი ფულის გამომუშავებით, რათა ამ კონკრეტულ საიტებში ჩადონ ინვესტიცია, მეტი VIP-პერსონა შეისყიდონ, იმის ნაცვლად, რომ ფული უფრო რაციონალურად გამოიყენონ”, – ამბობს ჰაიკ კაზარიანი.
ამ საკითხთან დაკავშირებით ახალგაზრდებს ინდივიდუალური მიდგომა აქვთ. არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც შეგნებულად იყენებს ასეთ საიტებს, არ ემორჩილებიან აზარტს, ცდილობს ისარგებლოს შესაძლებლობით.
„ყველა ბიზნესში არის რისკი, ყველა ბიზნესს შეუძლია გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარგად იმუშაოს, თანდათან დაკარგოს წარმატება. აქაც გარკვეული თანხა ჩავდე და ჩადებული თანხა 10 დღეში დავიბრუნე. თუ ახლა ვიხარბებ და მთელ თანხას საიტზე დავტოვებ დიდი ფულის შოვნის იმედით, მერე შეიძლება ყველაფერი დავკარგო. საიტი ნებისმიერ შემთხვევაში დაიხურება“, – განუცხადა Jnews-ს მჰერ მელტონიანმა.
გამოკითხული ახალგაზრდები ფინანსური პირამიდის სქემებში ჩართულობას იმით ხსნიან, რომ არ სურთ დანარჩენებს ჩამორჩნენ.
თითქმის ყველასგან გესმით ფრაზა – “ყველა ამას აკეთებს, მე არ მინდოდა უმცირესობაში ყოფნა” , – და ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ადამიანების გაკოტრება, არამედ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები – მღელვარება, დამოკიდებულება. ამაზე JNEW-ის შემდგომ სტატიებში შეიტყობთ.