გუშინდელი დღიდან მოყოლებული, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის, სიდიდით მეორე და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, შუშის აღებას ზეიმობს. ამაღამ ყარაბაღის ლიდერის პრესმდივანმა ვაჰრამ პოღოსიანმა საკუთარ Facebook- ის გვერდებზე დაწერა, რომ ქალაქი შუში “სრულად ჩვენი კონტროლის მიღმაა”. თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები განაგრძობენ შეუჩერებელ ბრძოლებს შუშისთვის, თქვა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეფანიანმა.

“ქალაქი შუში სრულად ჩვენი კონტროლის მიღმა რჩება”, – წერს ყარაბაღის ლიდერის პრესმდივანი ვაჰრამ პოღოსიანი Facebook-ის სოციალურ ქსელში.

“რესპუბლიკის პრეზიდენტის დღევანდელმა ჩანაწერმა საზოგადოებრივ წრეებში განწყობის გარკვეული ვარდნა გამოიწვია. ეს ბუნებრივია, რადგან ომი რთული ბრძოლის შედეგია, სადაც არც წარმატების და არც წარუმატებლობის მხრივ გარანტიები არ არსებობს. დღემდე, სამწუხაროდ, იძულებული ვართ ვაღიაროთ, რომ მთელი რიგი წარუმატებლობები კვლავ გვხვდება და ქალაქი შუში სრულად ჩვენი კონტროლის მიღმაა მოქცეული. ყოველგვარი გამამხნევებელი ან ინსპირაციული პროპაგანდისტული თეზისები ამის შესახებ არაფერს გვაძლევს, გარდა რეალობის აღქმის დაკარგვისა”, – თქვა პოღოსიანმა.

რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში, პოღოსიანმა დაადასტურა, რომ ის არის ამ ჩანაწერის ავტორი და რომ მისი გვერდი არ არის გატეხილი. ყარაბაღის ლიდერის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული ძალები სტეპანაკერტის განაპირას არიან.

“ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა “შევიჭიდოთ ქამრები”, რადგან მტერი სტეპანაკერტის მიდამოებშია, დედაქალაქის არსებობა უკვე საფრთხის წინაშე დგას…”, – წერს ის.

”თუ გვინდა, რომ შუში ისევ ჩვენი იყოს და არცახი შენარჩუნდეს, დღეს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ყველა შესაძლებლობა სტეპანაკერტის და ფრონტის ხაზების საიმედო თავდაცვისთვის. ეს წარმატების ყველაზე რეალური გარანტიაა. გამარჯვების ცრუ მოწოდებები და Facebook-ზე სპეკულაციები, თანდათანობით, ყველაფრის დაკარგვას გამოიწვევს”, – აღნიშნა პოღოსიანმა.

პრესმდივნის ამ ჩანაწერის შემდეგ, ყარაბაღის ლიდერმა, არაიკ ჰარუთინიანმა, Facebook- ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საბრძოლო მოქმედებები ფრონტის ხაზზე გრძელდება და კონსოლიდირებულმა ბრძოლამ შესაძლოა ვითარება შეცვალოს.

“არცახიდან მტრის განდევნა შეგვიძლია, რადგან მხოლოდ ხალხის ძლიერ ნებას შეუძლია განსაზღვროს ომის შედეგი. სომეხ ხალხს კვლავ შეუძლია გამოავლინოს ასეთი ნებისყოფა და მონდომება. თითოეულმა ჩვენგანმა მტკიცედ უნდა დაიცვას საკუთარი პოზიციები და დადებითი შედეგი გარანტირებული იქნება”, – წერს ჰარუთიანიანი შუშის ხსენების გარეშე.

თავდაპირველად, სომხეთის თავდაცვის სამინისტროდან, კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა მოგვიანებით, ჩანაწერი სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, შუშან სტეპანიანის Facebook გვერდზე გაზიარდა.

“მტრის ქვედანაყოფებზე დარტყმები ხორციელდება. ტყვედ ჩავარდა მტრის ორი სამხედრო პირი”, – წერს სტეპანიანი საკუთარ Faceook გვერდზე.