თბილისში “მთავარი არხის” საწინააღმდეგო პროტესტის აქცია გაიმართა. თბილისის სომხები ამ არხის მიერ მთიანი ყარაბაღის ომის ცალმხრივ, პრო-აზერბაიჯანულ გაშუქებას აპროტესტებენ.
თბილისში “მთავარი არხის” ტელეკოლპანიის შენობასთან პროტესტის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილე სომხები “მთავარს” ადანაშაულებენ იმაში, რომ ის იყენებს აზერბაიჯანულ ინფორმაციულ რესურსებს და პრო-აზერბაიჯანულ პოზიციას იკავებს. აღნიშნული მასალები, მათი აზრით, საქართველოში ანტისომხურ დამოკიდებულებას იწვევს. პირადად, ანტისომხური გამოთქმებით, აღნიშნული არხის დირექტორი ნიკა გვარამიაც არის ცნობილი.
ტელეკომპანია “მთავარის” გარდა, პროტესტი მიმართულია პოლიტიკოსებზეც, პარლამენტის მოქმედ წევრებზე, რომლებიც აზერბაიჯანს და თურქეთს ღიად უჭერენ მხარს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ოფიციალურად ნეიტრალიტეტს აცხადებს.
აქციაზე მონაწილეობდნენ “მთავარის” ჟურნალისტები, რომლებიც პროტესტის აქციის მონაწილეებთან ინტერვიუს ჩაწერას ცდილობდნენ, თუმცა უარი მიიღეს.
მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა გამოთქვეს უკმაყოფილება, ტელეარხის ეზოში “სირცხვილია!” წამოძახილებით, ისინი ქართული და სომხური დროშებით ხელში, საქართველოში სომხეთის საელჩოში მივიდნენ, რათა სომხეთსა და მთიან ყარაბაღს მხარდაჭერა გამოუცხადონ.
აღსანიშნავია, რომ “მთავარი”- ერთადერთი წყარო არ არის, რომელიც საქართველოში ცალმხრივად ავრცელებს ინფორმაციას. ანტისომხური გამოთქმებით გამოვიდა ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რამაც საქართველოს სომხებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია და მათ საპარლამენტო არჩევნებში, მიხეილ სააკაშვილის პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბოიკოტირებისაკენ მოუწოდეს.
ფოტო:Aliq.media