ფონდი “ჯავახკი” მთიანი ყარაბაღისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით თანხის შეგროვებას განაგრძბს. ხალხს შემოწირულობა სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში მიაქვთ და ფონდის ახალგაზრდა ენთუზიასტებს აძლევენ – ვის, რამდენის საშუალებაც აქვს. 10 წლის ქველმოქმედმა ბევრი არ დატოვა გულგრილად, რადგან ის თანხა გაიღო, რომელსაც მისი ოცნების კვადროციკლისთვის აგროვებდა.

IMG_9992

ომი – ეს სასტიკი რეალობაა, რომელიც ადამიანების ცხოვრებაში ბევრ მნიშვნელოვან საკითხს აუფასურებს. ბავშვების აღქმა დიდებისგან განსხვავდება. ბავშვები და ომი – როგორ აღიქვამს ომს პატარების ეს კატეგორია და ჩვენი პლანეტის ყველაზე დაუცველი მოსახლეობა? როგორ მოქმედებს ეს მათ ფსიქიკაზე და საქციელზე?

ამ ბიჭმა, აკოფ ბიჩახჩიანმა, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში, 200 ლარის ფინანსური დახმარება მიიღო. ამ თანხის შენახვას და კვადროციკლისთვის ფულის შეგროვებას გეგმავდა, რომელზეც თითქმის ყოველ დღე ოცნებობს.

და მაინც,  როგორ მოხდა, რომ დიდი სულის მქონე ამ პატარა ადამიანმა ბავშვობის ოცნებაზე უარის თქმა შეძლო და ყარაბაღის დასახმარებლად თანხა ფონდ “ჯავახკს” შესწირა.

“ამ თანხის შეწირვა გადავწყვიტე, რადგან ვხედავდი, როგორ იბრძოდნენ სომხები. ყველამ იცის, რომ ახლა ომი მიმდინარეობს. შევწირე, რომ სომხებმა გაიმარჯვონ. ყველა ხომ აგროვებს კარტოფილს, ფულს, გამოდის, რომ ყარაბაღს დახმარება სჭირდება”, – ამბობს აკოფი.

ნანობს თუ არა, რომ ფული კვადროციკლისთვის არ შეინახა? ამ შეკითხვაზე გვპასუხობს, რომ არ ნანობს.

“ჩვენ ჩვენი მიწების შენარჩუნებისათვის ვიბრძვით. ეს დიდი ხანია დამტკიცებულია”, – ამბობს ის.

IMG_0013